ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა, რომელშიც სანდრო ბაზაძე ერთი პოზიციით დაწინაურდა.
ქართველი მოფარიკავე ამჟამად მეოთხე პოზიციაზე იმყოფება და კარიერაში საუკეთესო რეიტინგი აქვს. სანდროს მხოლოდ სამი მოფარიკავე უსწრებს. ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი უნგრელი არონ შილაგი, რომელთანაც ნახევარფინალში სკანდალური შეხვედრა წააგო, იტალიელი ლუიჯი სალემე, რომელმაც ტოკიოში ვერცხლის მედალი მოიპოვა და სამხრეთ კორეელი ოჰ სანგუკი.
შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გასვლა შეძლო, სადაც მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო არონ შილაგთან 13:15 დამარცხდა, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც წააგო და ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარსას სავარაუდო მეტოქეები?
თუ ა, ჰო ))
ბურთების სხვაობა 2-9-ზე მინუს 7,აზრზე ხართ ხოლოდ 2 გატანილი გოლი 6 თამაშში.პირველ ორ ტურში საერთოდ ნოლი კარში დარტყმა და 21-ე საუკუნეში პირველად ჯგუფში ჩარჩენა.ბარსელონაზეა აქ საუბარი და არა რომელიმე პატარა გუნდზე.რა შეიცვალა ბარსაში წინა სეზონთან შედარებით?მესი წავიდა.თავად გამოიტანეთ დანარჩენი დასკვნები და მერე იპროფესორეთ
და თან ეს ამბები ხდება ბენფიკა-კიევის ჯგუფში.იმასაც ხო გააჩნია რა ჯგუფში რჩები და რა ჯგუფში აფიქსირებ 2-9 ბალანსს ბურთებში.ბენფიკამ ჩატოვა ჯგუფში და არა რომელიმე ძლიერმა გუნდმა.ეხლა გადახედეთ კრისტინას წასვლის შემდეგ რა შედეგები დადეს მაგისმა გუნდებმა ლიგაზე გინდ მანჩესტერმა გინდ რეალმა და გინდ იუვემ
ჩელსის ყველაზე ნაკლები ვარიანტები გამოუვიდა. ეგრეც არის.
რეალი გაასწორებდა უფრო.