კატალონიის „ბარსელონა“ შესაძლოა სერხიო აგუერომ დატოვოს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, არგენტინელი ფეხბურთელი აღშფოთებულია, რომ კლუბი ლიონელ მესიმ დატოვა და „ბლაუგრანაში“ დარჩენა აღარ სურს.
აღსანიშნავია, რომ როდესაც „ბარსამ“ აგუერო წარადგინა, მან სწორედ მესის ფაქტოს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ წინადადებას სწორედ თანამემულის გამო დათანხმდა, რადგან მისი ოცნება კლუბში მესისთან ერთად თამაში იყო.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ სერხიო აგუერო ორი თვის წინ „მანჩესტერ სიტიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.