სხვა

13:04 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა არქანიამ ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე მარცხი განიცადა

ტოკიოს ოლიმპიადაზე კარატეში შეჯიბრება დაიწყო და +75 კგ წონით კატეგორიაში გოგიტა არქანია ასპარეზობს.

ქართველი კარატისტი A ჯგუფში მონაწილეობს და ზედიზედ ორი მარცხი განიცადა, რის შედეგადაც, ნახევარფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

პირველ ტურში გოგიტა იაპონელ რიუტარო არაგასთან 2:3 დაამარცხდა, ხოლო მეორე ტურის შეხვედრა თურქ უგურ აკტაშთან 1:3 წააგო.

ჯგუფში არქანია კიდევ ორ შეხვედრას გამართავს, მაგრამ ორივეც რომ მოიგოს, ნახევარფინალში გასვლა ძალიან გაუჭირდება.

0.120254