სხვა

12:28 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა არქანია პირველ შეხვედრაში დამარცხდა

ტოკიოს ოლიმპიადაზე კარატეში შეჯიბრება დაიწყო და +75 კგ წონით კატეგორიაში გოგიტა არქანია ასპარეზობს.

ქართველი კარატისტი A ჯგუფში მონაწილეობს და პირველ ტურში იაპონელ რიუტარო არაგას დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ მარცხი განიცადა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ იაპონელმა 3:2 იმარჯვა და ჯგუფურ ტურნირზე გოგიტამ ასპარეზობა მარცხით დაიწყო, თუმცა ჯგუფში კიდევ სამ ბრძოლას გამართავს და ნახევარფინალში გასვლის შანსს ჯერჯერობით ინარჩუნებს.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.113643