ფეხბურთი

11:42 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ატალანტამ" მერიჰ დემირალი დაიმატა

თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი მერიჰ დემირალი კარიერას ბერგამოს „ატალანტაში“ გააგრძელებს. იტალიურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„ატალანტამ“ დემირალი ტურინის „იუვენტუსიდან“ იჯარით დაიმატა, მაგრამ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, მერიჰ დემირალი „იუვენტუსს“ 2019 წელს „სასუოლოდან“ შეუერთდა და მას შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ რიგებში 32 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.132998