ფეხბურთი

22:08 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანადის ქალთა ნაკრები ოლიმპიადის გამარჯვებულია

ქალ ფეხბურთელთა შორის ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული კანადის ეროვნული ნაკრები გახდა. ფინალში ბევერლი პრიესტმენის შეგირდებმა შვედეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა. ძირითადი დრო კი ფრედ 1:1 დასრულდა.

კანადელებმა პირველად შეძლეს ოლიმპიადის მოგება. რიოს და ლონდონის ოლიმპიადაზე კანადელები მესამე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება სკანდინავიელებს, შვედები მეორედ გავიდნენ ფინალში და ამჯერადაც დამარცხდნენ.

თეგებიტოკიო 2020
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115934