სხვა

20:52 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორედ - ქალთა ხელბურთის ტურნირის ფინალში საფრანგეთი რუსეთს დაუპირისპირდება

ხელბურთში ტოკიოს ოლიმპიადაზე ქალთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ და რიოს ოლიმპიადის მსგავსად, ამჯერადაც საუკეთესოს ვინაობა საფრანგეთს და რუსეთს შორის გაირკვევა.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდმა ნახევარფინალში ნორვეგია 27:26 დაამარცხა. რუსები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და სკანდინავიელები ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. რიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში რუსეთმა ნორვეგია დაამარცხა და ამჯერად ნორვეგიელებმა რევანში ვერ აიღეს.

საფრანგეთის ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში. ამჯერად ფრანგებმა შვედები 29:27 დაამარცხეს. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, თუმცა ბოლო წუთებში ფრანგებმა უპირატესობა მოიპოვეს და ფინალში გასვლის შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

რიოს ოლიმპიადაზე რუსებმა ფრანგები 22:19 დაამარცხეს. ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი 8 აგვისტოს 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი ნორვეგიას და შვედეთს შორის სტარტს 06:00 საათიდან აიღებს.

თეგებიტოკიო 2020
0.166571