სხვა

20:26 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრენბურთი: ქალთა ტურნირის ფინალში აშშ და ბრაზილია გავიდნენ

ფრენბურთში ტოკიოს ოლიმპიადაზე ქალთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. აშშ-ს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთი 3:0 (25:19, 25:15, 25:23) დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში მესამედ გავიდა.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიამ ლიდერობა დაამტკიცა და სამხრეთ კორეის გუნდს 3:0 (25:16, 25:16, 25:16) მოუგო. სამხრეთამერიკელები მესამე ოქროს შეუტევენ, აქამდე ბრაზილია გამარჯვებული პეკინის და ლონდონის ოლიმპიადაზე გახდა.

ფინალური მატჩი აშშ-ს და ბრაზილიას შორის 8 აგვისტოს 08:30 საათზე დაიწყება, ხოლო მანამდე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში (04:00) სერბეთი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

თეგებიტოკიო 2020
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121393