ფეხბურთი

16:31 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის ნაკრებმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მექსიკის ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელია. საფეხბურთო ტურნირის მესამე ადგილისთვის შეხვედრა მექსიკელებმა იაპონიას 3:1 აჯობეს და მედალი დაისაკუთრეს.

ასეთი რამ კი მექსიკის ფეხბურთელთა ნაკრების ისტორიაში მეორედ მოხდა. პირველად 2012 წელს, როცა ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიგო.

მექსიკას იაპონიასთან პრობლემა არ ჰქონია, 58-ე წუთისთვის 3:0 დაწინაურდა და ბუნებრივია, საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. იაპონიამ კი ბრძოლის მიუხედავად მედალი მაინც ვერ მოიპოვა და ოლიმპიადა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

აქვე გეტყვით, რომ ფინალი 7 აგვისტოსაა დაგეგმილი, რომელშიც ბრაზილია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან.

მექსიკა - იაპონია 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 კორდოვა (13), 2:0 ვასკესი (22), 3:0 ვეგა (58), 3:1 მიტომა (78)

0.116335