სხვა

13:44 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალომე ფაჟავა ფინალს მიღმა დარჩა

ტოკიოს ოლიმპიურ გათამაშებაში ქართველი სპორტსმენი სალომე ფაჟავა ჩაერთო, რომელიც მხატვრულ ტანვარჯიშში ასპარეზოდა.

ფაჟავა ოთხ დისციპლინაში გამოვიდა, რგოლით, ბურთით, გურზით და ლენტით და საბოლოოდ, მე-17 ადგილი დაიკავა, რაც ფინალში გადასავლელად საკმარისი არ გამოდგა.

მან რგოლით 23.550, ბურთით 21.950, გურზით 23.500, ხოლო ლენტით 20.650 ქულა დააგროვა, საბოლოო ჯამში კი მისმა მონაგარმა 89.650 ქულა შეადგინა და როგორც ვთქვით, ასპარეზობა მე-17 პოზიციაზე დაასრულა.

შეგახსენებთ, 23 წლის სალომე ფაჟავამ ოლიმპიურ თამაშებში მეორედ მიიღო მონაწილეობა. მან 2016 წელს რიოშიც იასპარეზა.

0.144687