ფეხბურთი

11:29 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლორიამ ევროპა ლიგაზე პენალტი მოიგერია, მაგრამ "ანორთოსისი" "რაპიდთან" დამარცხდა (+VIDEO)

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სტუმრად ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდა და 0:3 წააგო, რითაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა.

„ანორთოსისის“ რიგებში 59-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ლორიამ, რომელსაც კორონავირუსი ახალი გადატანილი აქვს და ძირითად შემადგენლობაში არ იყო.

თამაშში ჩართვიდან ორ წუთში გიორგიმ პენალტი მოიგერია, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა. ქართველმა კიპერმა კიდევ რამდენჯერმე გადაარჩინა ფამაგუსტელები, მაგრამ ორჯერ ვერაფერი გააწყო და კვიპროსელები სოლიდური სხვაობით დამარცხდნენ.

„ანორთოსისის“ შემადგენლობაში ლორიას გარდა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ნიკა კაჭარავაც ირიცხება, მაგრამ მას ტრავმა აქვს და არ უთამაშია. საპასუხო მატჩი 12 აგვისტოს, კვიპროსში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115172