ფეხბურთი

2:06 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

უჩვეულო მაისურებით კონფერენს ლიგაზე: "რუბინის" და კვარაცხელიას უგოლო მატჩი

ყაზანის „რუბინმა“ უეფას კონფერენს ლიგის გათამაშებაში პირველი შეხვედრა გამართა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ „რაკოვს“ სტუმრად დაუპირისპირდა.

მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ 84 წუთი ითამაშა, მერე კი ლეონიდ სლუცკიმ შეცვალა. თამაშის შემდეგ ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ „რაკოვის“ ხორვატმა მარჯვენა მცველმა ფრან ტუდორმა კარგად გაანეიტრალა. თუმცა, 20 წლის ქართველი მაინც აქტიური იყო და გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ თამაშის დროს წვიმდა და „რუბინის“ მაისურებს პრობლემები შეექმნა. საქმე ისაა, რომ პირველ ტაიმში მაისურზე დაწერილი გვარები და ნომრები წაიშალა, რის გამოც, მეორე ნახევარში ყაზანელი ფეხბურთელები ნაწილი მოედანზე მარკერით დაწერილი ნომრებით გავიდნენ.

უეფას დელეგატმა რუსულ გუნდს ასე თამაშის საშუალება არ მისცა და მათ სლუცკი გაესაუბრა. საბოლოოდ, პრობლემა აღმოიფხვრა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრობლემა არასწორი პრინტის გამო წარმოიშვა.

„რუბინი“ საპასუხო მატჩს 12 აგვისტოს ყაზანში გამართავს და პლეი-ოფში გასვლას ეცდება, სადაც შესაძლოა, გიორგი ჩაკვეტაძის „გენტს“ შეხვდეს, რომელმაც შინ ლატვიურ რფს-ს ვერ მოუგო (2:2). სწორედ ეს ორი წყვილია გადაკვეთილი და გამარჯვებულები პლეი-ოფში ერთმანეთს შეხვდებიან.

0.116386