ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გურამ კაშიამ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის ბრატისლავის „სლოვანი“ სტუმრად გიბრალტარის „ლინკოლნს“ დაუპირისპირდა და იოლად 3:1 დაამარცხა.
კაშიამ ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა. ის სტანდარტულისას ჩაერთო შეტევაში და ფეხით კარგი პოზიციიდან გატანა არ გასჭირვებია. კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.
ვლადიმირ ვაისის გუნდი ახლოსაა პლეი-ოფის საგზურთან, საპასუხო შეხვედრა ბრატისლავაში 12 აგვისტოს გაიმართება.