სხვა

19:52 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა არქანიას მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე გაირკვა

ოლიმპიურ თამაშებზე კარატეში შეჯიბრი ისტორიაში პირველად ტარდება და 7 აგვისტოს საქართველოს ღირსებას 75 კგ წონით კატეგორიაში გოგიტა არქანია დაიცავს.

37 წლის კარატისტი A ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც კიდევ 4 სპორტსმენი მოხვდა და შესაბამისად, გოგიტას 4 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფიდან საუკეთესო შედეგის მქონე ორი კარატისტი გავა და ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ.

ნიშანდობლივია, რომ ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლა უკვე ავტომატურად მედლის ტოლფასია, რადგან ნახევარფინალში დამარცხებული ბრინჯაოს მედლის მფლობელი ხდება, გამარჯვებული ბუნებრივია ფინალში გადის და მინიმუმ ვერცხლის მედალს შესაბამისად ინაღდებს.

გოგიტა არქანია პირველ შეხვედრას იაპონელი რიუტარო არაგას წინააღმდეგ გამართავს, მეორე ტურში თურქ უგურ აქტაშს შეხვდება, მესამე ბრძოლა გერმანელ ჯონათან ჰორნესთან ელოდება, ხოლო ბოლო ტურში მისი მეტოქე ყაზახი დანიარ იულდაშევი იქნება.

კარატეში შეჯიბრება 7 აგვისტოს, თბილისის დროით 9 საათზე დაიწყება, მაგრამ არქანიას პირველი ბრძოლა განრიგით 21-ეა ჩანიშნული.

0.122116