სხვა

19:15 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მედლების საერთო ჩათვლა: ჩინეთი ლიდერობას და საქართველო ოცეულის შანსს ინარჩუნებს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მე-13 საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.

გუნდურ ჩათვლას ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ყველაზე მეტი, 34 ოქროს მედალი აქვს, ხოლო ზოგადად ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს ანგარიშზეა (91). საქართველო ამ დროისთვის 26-ე ადგილზეა და გუშინდელთან შედარებით 3 პოზიციით დაქვეითდა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან დღემ უმედლოდ ჩაიარა. თუმცა, გენო პეტრიაშვილი ხვალ მონაგარს ოქროს ან ვერცხლის მედლით გაზრდის და საქართველოს რეიტინგი დიდი ალბათობით გაუმჯობესდება.

აღსანიშნავია, რომ უპირატესი არა ოქროს მედალი, არამედ მედლების საერთო რაოდენობა რომ იყოს, საქართველო რეიტინგში 25-ე პოზიციაზე იქნებოდა.

1. ჩინეთი - 74 მედალი (34 ოქრო, 24 ვერცხლი, 16 ბრინჯაო)

2. აშშ - 91 მედალი (29 მედალი, 35 ვერცხლი, 27 ბრინჯაო)

3. იაპონია - 46 მედალი (22 ოქრო, 10 ვერცხლი, 14 ბრინჯაო)

4. ავსტრალია - 41 მედალი (17 ოქრო, 5 ვერცხლი, 19 ბრინჯაო)

5. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 58 მედალი (16 ოქრო, 22 ვერცხლი, 20 ბრინჯაო)

6. დიდი ბრიტანეთი - 51 მედალი (16 ოქრო, 18 ვერცხლი, 17 ბრინჯაო)

7. გერმანია - 34 მედალი - (9 ოქრო, 9 ვერცხლი, 16 ბრინჯაო)

8. საფრანგეთი - 27 მედალი (7 ოქრო, 11 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)

9. იტალია - 35 მედალი (7 ოქრო, 9 ვერცხლი, 18 ბრინჯაო)

10. ნიდერლანდები - 26 მედალი (7 ოქრო, 9 ვერცხლი, 10 ბრინჯაო)

...26. საქართველო - 7 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

შეგახსენებთ, საქართველოს ყულაბაში ჯერჯერობით ოფიციალურად ისევ 7 მედალია. ოქროს ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები ვაჟა ვარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და იაკობ ქაჯაიმ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა. საქართველოსთვის 7 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შედეგის გამეორებაა. ასევე 7 მედალი იყო 2008 წელს პეკინის და 2016 წელს რიოს ოლიმპიადებზე. თუმცა, ხარისხობრივად, პეკინში უკეთესი შედეგი გვქონდა. ეს ხვალამდე, ხვალიდან კი, რაოდენობრივად, ტოკიოს ოლიმპიადა საუკეთესო იქნება, რადგან გენო პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში (125 კგ) ფინალშია გასული, რაც ავტომატურად მედლის ტოლფასია, თუმცა ის ჩათვლაში მას შემდეგ აისახება, რაც ფინალი გაიმართება (6 აგვისტოს, 14:30 საათიდან). თუ გენო ოქროს მედალს აიღებს, არა მარტო რაოდენობრივად, არამედ ხარისხობრივადაც საუკეთესო შედეგს დავაფიქსირებთ.

0.115185