ტოკიოს ოლიმპიადის ქალთა საფეხბურთო ტურნირზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა. აშშ-ის ნაკრებმა ავსტრალიისას 4:3 მოუგო და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
მე-8 წუთზე, როცა ანგარიში ჯერ არ გახსნილიყო, ამერიკელებმა კუთხურის უფლება მოიპოვეს. კუთხური მათმა ვეტერანმა შემტევმა, 36 წლის მეგან რაპინომ შეასრულა. ბურთმა ხარიხასთან ჩაიქროლა და პირდაპირ კარში შევარდა...
ტურნირის ფინალური მატჩი 6 აგვისტოს გაიმართება, თბილისის დროით დილის 6 საათზე. ერთმანეთს შვედეთისა და კანადის ქალთა ნაკრებები შეხვდებიან.