ფეხბურთი

16:06 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ გიორგი ჭანტურია ნაკრებში გამოიძახა

როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, “ჯვაროსნების” თავკაცმა თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რუმინული “კლუჟის” ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია გამოიძახა. ქართველი შემტევი უახლოეს მომავალში ნაკრებს შეურთდება და შოტლანდიასთან გასამართი მატჩისთვის მოემზადება.

გიორგი ჭანტურია ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში უკვე მეორედ გამოიძახა. ახალგაზრდა ფეხბურთელს სადებიუტო მატჩი 2014 წლის 5 მარტს ლიხტენშტეინის წინააღმდეგ მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:0) ჰქონდა. აღნიშნულ შეხვედრაში ჭანტურიამ ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა და ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116946