ფიფას თანხმობით, უეფამ დაადგინა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ევროპის ზონის დარჩენილ შესარჩევ მატჩებში VAR-ის, ანუ ვიდეოარბიტრის სისტემა იმუშავებს.
სისტემა მოქმედებას მეოთხე ტურიდან, ანუ წლეულს სექტემბრიდან დაიწყებს.
ამ სერვისს ციკლის დასაწყისიდანვე უნდა ემუშავა, მაგრამ ლოგისტიკური სირთულეებისა და კოვიდ 19-ის რისკების მიზეზით შეფერხდა.
VAR-ის სისტემის სტადიონებზე მუშაობას უშუალოდ უეფა უზრუნველყოფს.
საქრთველოს ნაკრები უახლოეს შესარჩევ მატჩს თბილისში გამართავს 2 სექტემბერს, კოსოვოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.