ფეხბურთი

14:15 | 5.08.2021 | ნანახია 349 - ჯერ

„რეალმა“ ახალი საგარეო ფორმა წარადგინა

მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი, 2021-22 წლების სეზონის საგარეო ფორმის ფოტოები განათავსა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მაისურა ლურჯია და ნარინჯისფერი ზოლები დაჰყვება. დიზაინი კი ერთგვარი გრაფიტის სტილშია შესრულებული.

„სამეფო კლუბის“ ტექნიკური სპონსორი adidas - ია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „რეალმა“ პრიმერადივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ატლეტიკოს.“ ჩემპიონთა ლიგაში კი ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ორი მატჩის ჯამში მომავალ გამარჯვებულ „ჩელსისთან“ დამარცხდა.

ახალი სეზონის პირველ შეხვედრას პრიმერაში „რეალი“ სტუმრად გამართავს „ალავესთან,“ 14 აგვისტოს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.129145