თამაშგარე

13:17 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალისა შმიდტი - ქალი სიჯანსაღე

ახალგაზრდა გერმანელი მძლეოსანი ქალი ალისა შმიდტი, აქ დართული ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ერთობ თვალსაამო ვინმეა. თუმცა, მისი განსაკუთრებული პოპულარობა მაინც იმან განაპირობა, რომ ალისა დასთანხმდა საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის “ბორუსიას“ შეთავაზებას და რა ხანია ვესტფალიური კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელია.

ალისას ფაქტორმა დორტმუნდელთა ვარჯიშები სახალისო გახადა და როგორც “ბუნდესქვეყნური“ ბულვარული გამოცემები გვაუწყებენ, სწორედ ამ ქალის ხილვის ვნება და სურვილია ის ძალა, რაც “ბორუსიას“ ფეხბურთელების ვარჯიშებზე სრულ დასწრებას და მათი მხრიდან დისციპლინის განუხრელად დაცვას განაპირობებს.

ალისა სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისტიცაა. იგი რა ხანია შეერთებულია ანტიალკოჰოლურ, ანტინარკოტიკულ და ანტითამბაქოს მოძრაობებს და ამ მოძრაობების ერთ-ერთი აქტივისტიცაა. ასეთი ასულის თხოვნით კაცმა შეიძლება მართლა აიღოს ხელი მავნე ჩვევებზე...

0.169029