ფეხბურთი

9:44 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ „ასტონ ვილას“ გრილიშის თაობაზე 100 მილიონად შეუთანხმდა

„მანჩესტერ სიტი“ ამთავრებს „ასტონ ვილას“ 25 წლის ნახევარმცველის, ჯეკ გრილიშის ტრანსფერზე მუშაობას, რომლიც ერთ-ერთი გამორჩეული იქნება პრემიერლიგის ისტორიაში - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, კლუბებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას. ტრანსფერის საბოლოო ღირებულება 100 მილიონი გირვანქა იქნება. ის პირველი ინგლისელი მოთამაშე გახდება, ვისშიც ასეთ თანხას გადაიხდიან. თავად გრილიშთან კი ხელშეკრულება 2026 წლამდე შეთანხმდა. ფეხბურთელი უკვე დღეს, 5 აგვისტოს გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

გრილიში „ასტონ ვილას“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2013 წლიდან თამაშობს. ინგლისის ნაკრებში კი 2020 წლიდან იძახებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120593