ჭიდაობა

6:53 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილმა აშკარა უპირატესობით მოიგო და მეოთხედფინალშია

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი ფალავნები ჩაერთვნენ და 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა პირველი შეხვედრა ადვილად მოიგო.

ქართველი მოჭიდავე ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალების დაუპირისპირდა და აშკარა უპირატესობით 11:0 დაამარცხა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გასვლა არ გასჭირვებია.

გენო მეოთხედფინალში საკმაოდ ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს დაუპირისპირდება - ჩინელ ჟივეი დენგს, რომელმაც რუსი სერგეი კოზირევი 4:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, თავისუფალ ჭიდაობაში 6 წონიდან საქართველოს 3 წონაში ჰყავს მხოლოდ წარმომადგენელი. 74 კგ წონით კატეგორიაში დღეს ავთანდილ კენჭაძემ მერვედფინალში იტალიის წარმომადგენელ ფრანკ ჩამიზოსთან 1:5 წააგო, ხოლო 6 აგვისტოს ასპარეზობაში ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაერთვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118594