სხვა

1:08 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

განა იტალიას ოქროს მოპოვებაში და მსოფლიო რეკორდის დამყარებაში დაეხმარა

ტოკიოს იზუს ველოდრომზე, ფილიპო განამ და იტალიის ნაკრებმა ფინალში ფავორიტი დანია დაამარცხეს და ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. იტალიელებმა 16-წრიანი რბოლის მეორე ნაწილი მდევრის როლში გაატარეს, მაგრამ ბოლოს, განას ლიდერობით, მათ ფინიშის ხაზი პირველებმა გადაკვეთეს.

უფრო მეტიც, იტალიელებმა რბოლა 3 წუთსა და 42.032 წამში დაასრულეს, რაც მსოფლიო რეკორდია. დანიელები გამარჯვებულს სულ რაღაც, 0.166 წამით ჩამორჩნენ. განას გარდა, ჩემპიონი კვარტეტის წევრები არიან სიმონე კონსონი, ფრანჩესკო ლამონი და ჯონათან მილანი.

იტალიის ნაკრებმა, გუნდურ გამოდევნებით რბოლაში, 1960 წლის შემდეგ, ოლიმპიური ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.

დანიელებმა (ლასე ნორმან ჰანსენი, ნიკლას ლარსენი, ფრედერიკ მადსენი და რასმუს პედერსენი) ფინიშამდე ოთხი წრით ადრე (ტრეკის წრის სიგრძე 250 მეტრია), ერთწამიან უპირატესობას მიაღწიეს. აქედან მოყოლებული, განამ და კომპანიამ ფეხს აუჩქარა და თანდათან შეამცირა ჩამორჩენა. ბოლო წრეზე, დანია ისევ ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო ას მეტრზე იტალიელებმა სასწაული მოახდინეს.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვასპარეზობდით. შეტევა ბოლო კილომეტრზე უნდა დაგვეწყო. გეგმა კარგად განვახორციელეთ და შედეგად, ოქროს მედლები ჩვენია“, - განაცხადა განამ, ვინც ტრეკზე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და საგზაო ინდივიდუალურ რბოლაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიც.

„ჩვენ ამ გამარჯვებისთვის, ხუთი წელი თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ ოჯახივით ვართ“, - განაცხადა ლამონმა.

დანიელებს გუნდური გამოდევნებით რბოლა ბოლოს 1968 წელს აქვთ მოგებული და ტოკიოში მთავარი ფავორიტები იყვნენ. და რა თქმა უნდა, წაგებით გაწბილებულები დარჩნენ. ბრინჯაოს მედალი ავსტრალიამ მოიპოვა, რომელმაც ახალი ზელანდია დაამარცხა. კუნძულელებმა მეზობლებს საქმე წაქცევით გაუადვილეს.

მედლის გარეშე დარჩა ბრიტანეთი, რომელსაც 2008 წლის შემდეგ ბადალი არ ჰყავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11414