ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარემ ალისონ ბეკერმა "ლივერპულთან" ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას "მერსისაიდელების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. Sky Sports-ის ინფორმაციით კი, სამხრეთამერიკელი ახალი ხელშეკრულების თანახმად გუნდში 2027 წლის ივლისამდე დარჩება.
ბრაზილიელი "წითლებს" 2018 წელს "რომადან" შეუერთდა. მას შემდეგ ალისონმა 130 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 104 გოლი და 59 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. "ლივერპულის" რიგებში სამხრეთამერიკელი პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ეროვნულ ნაკრებში ალისონს 47 შეხვედრა აქვს ჩატარებული.