სხვა

20:34 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: სერბეთი ესპანეთს დაუპირისპირდება, უნგრეთი - საბერძნეთს

ტოკიოს ოლიმპიადაზე წყალბურთში მამაკაცთა შორის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ფაქტობრივად ყველა ლიდერი გავიდა ნახევარფინალში.

რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა სერბეთმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალია 10:6 დაამარცხა და ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც აშშ-თან ლიდერობა დაამტკიცა და მატჩი 12:8 მოიგო. ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთმა უკვე დაამარცხა სერბეთი და ბალკანელებს რევანშის შანსი აქვთ.

საუკეთესო ოთხეულის საგზური ვერ მოიპოვა წინა ოლიმპიადის ფინალისტმა ხორვატიის ნაკრებმა, რომელიც ოლიმპიადის ცხრაგზის გამარჯვებულ უნგრეთთან დამარცხდა. საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა კი მონტენეგროს იოლად 10:4 მოუგო და უნგრეთს დაუპირისპირდება, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე 10:9 დაამარცხა.

რაც შეეხება 5-8 ადგილებისთვის ბრძოლას, პლეი ოფში მონტენეგრო ხორვატიას, ხოლო იტალია აშშ-ს შეხვდება. აღნიშნული და ნახევარფინალური მატჩები 8 აგვისტოს გაიმართება.

თეგებიტოკიო 2020
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11511