ფეხბურთი

22:37 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდესი: "პსჟ ამ სეზონში ტიტულს თუ ვერ მოიგებს, თავი ბანკროტად უნდა გამოაცხადოს"

ფრანგმა მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა თავისი ყოფილი გუნდის, „პარი სენ ჟერმენის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თუ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი დამდეგ სეზონში ვერ გახდება, თავი ბანკროტად უნდა გამოაცხადონ.

„ვფიქრობ, პსჟ-ს ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში პრობლემა არ ექნება. თუ გამარჯვებას ვერ მოახერხებენ, მას შემდეგ, რაც დახარჯეს, ეს გუნდი გაკოტრებულად უნდა გამოცხადდეს (იცინის). სერიოზულად კი ვფიქრობ, რომ თუ პოჩეტინოსა და მის სტაფს მშვიდად მუშაობის საშუალება ექნებათ, რაც არ ხდებოდა ტუხელთან მიმართებაში, მაშინ პსჟ-ს პრობლემები არ ექნება“, - თქვა ლუის ფერნანდესმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში „პარი სენ ჟერმენი“ ყველაზე მეტად გაძლიერდა. ფრანგულმა გუნდმა ჯანლუიჯი დონარუმა, ჯორჯინიო ვეინალდუმი, სერხიო რამოსი და აშრაფ ჰაკიმი დაიმატა. გარდა ამისა, ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი შეინარჩუნა, რომელიც გასულ სეზონში ჰყავდა. ლუის ფერნანდესი პსჟ-ს ორჯერ, 1994-1996 და 2000-2003 წლებში ავარჯიშებდა.

0.125651