69 წლის სპეციალისტი ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნული პოსტი ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ ლუის მესამედ ჩააბარა. „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ბაიერნის“ და „ბარსელონას“ ყოფილმა თავკაცმა ნაკრებში ფრანკ დე ბური ჩაანაცვლა, რომლის გუნდმაც ევრო 2020-ზე წარუმატებლად ითამაშა.
ვან გაალი ეროვნულ ნაკრებს პირველად 2000-2001 წლებში ედგა. მეორედ ამ პოზიციაზე ლუისი 2012-2014 წლებში იყო დანიშნული და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიდერლანდებმა მესამე ადგილი დაიკავა. ახლა კი შანსი აქვს მეორედ გაიყვანოს გუნდი დიდ ტურნირზე, კერძოდ 2022 წლის მსოფლიოს თასზე. სწორედ აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება ვან გაალი ეროვნულ გუნდს.