სხვა

15:41 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძის ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი ატაცში!

ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა! ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშამ ატაცში 223 კგ დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (222 კგ) გააუმჯობესა.

ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა - 208 კგ, 215 კგ და 223 კგ და უახლოეს მდევარ ირანელ ძალოსან ალი დავოუდის 23 კგ-ით უსწრებს. წინ აკვრაში შეჯიბრია და მოსალოდნელია, რომ ლაშა რეკორდებს კიდევ დაამყარებს.

შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის რეკორდები აკვრასა და ორჭიდში და დიდი შანსია, რომ ორივეს შეუტევს. მეორე ოლიმპიური ოქროს მოპოვება კი მხოლოდ დროის საკითხია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116287