თამაშგარე

13:17 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის ჟამი თაფლობისა

ჩვენი რუბრიკის ერთგულ მკითხველებს ნამდვილად არ გამოგეპარებოდათ ის ამბავი, რომ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის საფეხბურთო ნაკრების ტრიუმფის შემდეგ, აპენინელთა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ჩემპიონობით მოგვრილ ბედნიერებას ახალი შტრიხები დაუმატა და ცოლიანი კაცი შეიქმნა.

გუშინწინ კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა თვალსაამო ფოტოები, სადაც ასახულია მარკო ვერატისა და მისი მოდელი ცოლის, ჯესიკა აიდის თაფლობის თვის ერთი (ალბათ არცთუ რიგითი) დღე, როდესაც წყვილი პლაჟზე იხრუკება, თან დროს არ კარგავს და საჯაროდ კარგა გემრიელი მტლაშა-მტლუშიც აუტეხავთ.

როგორც იცით, მარკო ფრანგული ფეხბურთის ფლანგმან “პსჟ“-ში ირჯება და მისი ბულვარული ამბებით განსაკუთრებით სწორედ ფრანგული პრესაა დაინტერესებული. “ყვითელ“ ამბებზე მონადირე მედიას კი მარკო ვერატიზე მეტად მისი მშვენიერი ცოლი აინტერესებს, რომელიც ფოტოკამერების წინ პოზიორობას არასოდეს გაურბოდა.

0.373801