კალათბურთი

12:50 | 4.08.2021 | ნანახია NaN - ჯერ

სტეფ კარისთვის ისტორიული კონტრაქტი მზადდება - "გოლდენ სტეიტმა" 33 წლის გამთამაშებელი დააფასა

NBA ახალი სუპერკონტრაქტის მოლოდინშია. ESPN-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სტეფ კარი „გოლდენ სტეიტ უორიორზთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, მთელი სამყარო აალაპარაკა.

საქმე ეხება 4-წლიან კონტრაქტს, რომლის ღირებულებაც 215 მილიონი დოლარია. ეს თანხა კი წლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება: კარი მიიღებს 48 მილიონს 2022-2023 წლების სეზონში, 51.9 მილიონს - 2023-2024 წლების სეზონში, 55.7 მილიონს 2024-2025 წწ და 59.6 მილიონ დოლარს 2025-2026 წლებში.

გეტყვით, რომ სტეფ კარიმ ყველაზე მაღალანაზღაურებადი, 201 მილიონიანი კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა, რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო. ეს რეკორდი ჯეიმს ჰარდენმა მოხსნა - 228 მილიონით. თუმცა, სტეფი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელიც მეორედ გადასცდა 200+ მილიონიან ზღვარს.

სტეფ კარიმ საკალათბურთო კარიერა 2009 წელს "გოლდენ სტეიტში" დაიწყო და უკვე 13 წელია ერთი გუნდის შემადგენლობაში თამაშობს. ამ დროის განმავლობაში 33 წლის გამთამაშებელი 2015, 2017, 2018 წლებში 3-ჯერ გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. ყველა ვარსკვლავის მატჩში კი 2014-2019 და 2021 წლებში მიიღო მონაწილეობა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტეფთან ერტად NBA-ს ჩემპიონობა ორჯერ ზედიზედ: 2017-სა და 2018 წლებში ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ მოიპოვა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:05 | 19.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

წარმატება ბიჭებს

02:04 | 19.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

იმიტომ არის ამზელა აჟიოტაჟი

02:04 | 19.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

მგონი კაი გუნდია ამ სპორტში

02:04 | 19.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ეს ბოსნია

00:21 | 03.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ეეხ ჩვენ ძაან გვინდა რომ ყველა სპორტში წარმატებას მივახწიოთ

00:22 | 03.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

მაგრამ სამწუხაროთ მასე არ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.081842