ჰარი კეინი „ტოტენჰემში“ დაბრუნებაზე და გუნდთან ერთად ვარჯიშზე ისევ უარს ამბობს. ინგლისელ ფეხბურთელს კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და პროტესტიც ამითაა გამოწვეული.
The Athletic-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი არ აპირებს საწვრთნელ პროცესში იქამდე ჩართვას, სადაც „ტოტენჰემი“ მას გარანტიებს არ მისცემს, რომ ტრანსფერი განხორციელდება.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ტოტენჰემი“ ჰარის დაჯარიმებას აპირებს ვარჯიშების გაცდენის გამო და ჯარიმა გაიზრდება მანამ, სანამ ის გუნდში არ დაბრუნდება.
მეორეს მხრივ, ფაბრიციო რომანო ტვიტერში წერს, რომ კეინი ამ კვირაში „დეზების“ რიგებში ვარჯიშს დაუბრუნდება და მალე კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება, რის შედეგადაც მისი მომავალი ნათელი გახდება.
ჰარი კეინის გადაბირება „მანჩესტერ სიტის“ სურს და ფეხბურთელსაც კარიერის „ქალაქელთა“ რიგებში გაგრძელება უნდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია