ფეხბურთი

11:26 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი სეზონის სტარტს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი ტრავმირებულია და სეზონის სტარტს გამოტოვებს. 31 წლის გერმანელ ფეხბურთელს საზარდულის დაზიანება აწუხებს.

გამოჯანრთელების ზუსტი დრო ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ ესპანური მედიის ცნობით, კროოსს მოედანზე გასასვლელად დაახლოებით ორი თვე დასჭირდება.

ლა ლიგის ახალი სეზონი 12 აგვისტოს დაიწყება, ხოლო „რეალი“ პირველ ტურში 14 აგვისტოს „ალავესს“ დაუპირისპირდება. გასულ სეზონში გერმანელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113621