ჭიდაობა

10:22 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილის და ავთანდილ კენჭაძის მეტოქეები ცნობილია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 5 აგვისტოდან ასპარეზობაში თავისუფალი სტილით ნაკრების წევრები ჩაებმებიან, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი ჰყავს. 5 აგვისტოს გენო პეტრიაშვილი და ავთანდილ კენჭაძე იჭიდავებენ, მათი მეტოქეები უკვე ცნობილია.

გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მერვედფინალში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს შეხვდება და თუ მის ბარიერს დაძლევს, მეოთხედფინალში რუს სერგეი კოზირევსა და ჩინელ ჟივეი დენგს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. გენოს ბადეში არ არის მისი მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკგული და მათი გზები მხოლოდ ფინალში იკვეთება, თუ ორივე შეძლებს ზედიზედ სამი გამარჯვების მოპოვებას.

125 კგ წონით კატეგორიაში ბადის ერთი მხარე ასეთია: გენო პეტრიაშვილი (საქართველო), ქამალ აბდელმოტალები (ეგვიპტე), სერგეი კოზირევი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი), ჟივეი დენგი (ჩინეთი), ამირ ეგზონ შალა (კოსოვო), ჯაჰიდ ბერაჰალი (ალჟირი), ამირ ჰოსეინ ზარე (ირანი), ოლექსანდრ ხოციანივსკი (უკრიანა).

ბადის მეორე მხარე: ტაჰა აკგული (თურქეთი), ამარვეერ დესი (კანადა), აიალ ლაზარევი (ყირგიზეთი), დენ სტივენსონი (აშშ), ლხაგვარგერელ მუნხტური (მონღოლეთი), ძიანის ხრამიანკოუ (ბელარუსი), გენადი სუდინოვიცი (გერმანია), იუსუპ ბატირმურზაევი (ყაზახეთი).

74 კგ

ავთანდილ კენჭაძეს (74 კგ) პირველივე წრეში რთული მეტოქე ერგო - იტალიელი ფრანკ ჩამიზო. მეოთხედფინალში პოტენციური მოწინააღმდეგე კი აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვსა და უკრაინელ ვასილ მიხაილოვს შორის გაირკვევა.

74 კგ წონით კატეგორიაში ბადის ერთი მხარე ასეთია: ფრანკ ჩამიზო (იტალია), ავთანდილ კენჭაძე (საქართველო), ტურამ ბაირამოვი (აზერბაიჯანი), ვასილ მიხაილოვი (უკრაინა), გარსონ კაბალერო (კუბა), მაჰამედხაბიბ კაძიმაჰამედაუ (ბელარუსი), დუგლას დეიკი (აშშ), მოსტაფა ჰოსეინხანი (ირანი).

ბადის მეორე მხარე: ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი), აუგუსტო მიდანა (გვინეა-ბისაუ), ფრენკლინ მატოსი (პუერტო რიკო), ბეკზოდ აბდურახიმონოვი (უზბეკეთი), ამრ რედა რამადან ჰუსეინი (ეგვიპტე), კამილ რიბიჩკი (პოლონეთი), კეისუკე ოტოგურო (იაპონია), დანიარ კაისანოვი (ყაზახეთი).

4 აგვისტოს ჭიდაობაში ასპარეზობები თბილისის დროით 06:30 საათზე უნდა დაიწყოს და პირველივე შეხვედრა კენჭაძესა და ჩამიზოს შორისაა ჩანიშნული.

0.913523