ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი სავარაუდოდ კარიერას ბერგამოს „ატალანტაში“ გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ და დიდი შანსია, რომ მალე ტრანსფერი გაოფიციალურდეს.
თურქი ფეხბურთელი „ატალანტას“ იჯარით შეუერთდება, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით, რომლის ღირებულად 30 მილიონ ევროს შეადგენს. დემირალის ტრანსფერი „ატალანტადან“ „ტოტენჰემში“ კრისტიან რომეროს გადაბარგებას გაამარტივებს და არგენტინელი ინგლისში გადავა.
მერიჰ დემირალი „იუვენტუსმა“ 2019 წელს „სასუოლოდან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ტურინულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და ორ სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ეს გოლი 2020 წლის იანვარში „რომასთან“ მიითვალა და იმავე შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც ექვს თვეზე მეტი გაუცდა.