ფეხბურთი

20:30 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

სლოვაკურმა „ზლატე მორავცემ“ ქართველი თავდამსხმელი დავით მუჯირი დაიმატა, რომელიც ვეტერანი ქართველი ფეხბურთელისა და ამჟამად სფფ-ის გენერალური მდივანის, დავით მუჯირის შვილია.

როგორც სლოვაკთა ვებგვერდზე წერია, 22 წლის თავდამსხმელი ერთი კვირა სინჯებზე იმყოფებოდა და მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყდა, რომელიც ერთწლიანია:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი მომეცა. ყველაფერს გავაკეთებ მოედანზე თანაგუნდელთა დასახმარებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ მწვრთნელი კლუბის ჩემზე არჩევანის შეჩერების დროს არ ცდებოდნენ. გარემო ნამდვილად მომწონს. პირველივე დღიდან ყველამ კარგად მიმიღო, აქ ყველაფერია იმისთვის ერთად განვითარდეთ და წინ წავიდეთ. მინდა მაქსიმალურად ვითამაშო და ბევრი გოლი გავიტანო, რადგან თავდამსხმელი ვარ და ჩემგან ამას ელოდებიან. მამაჩემი და ბაბუაჩემი ფეხბურთელები რომ იყვნენ, ეს ჩემთვის უზარმაზარი მოტივაციაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათზე უკეთესი ვიყო“, - თქვა მუჯირმა.

დავით მუჯირი „ვიტ ჯორჯიაში“, „ჩიხურასა“ და „შუქურაში“ თამაშობდა, ხოლო „ზლატე მორავცეს“ სლოვაკეთის ჩემპიონატის საწყის ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია.

0.114676