ფეხბურთი

19:25 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

100 მილიონი და ერთი ფეხბურთელი: "ჩელსის" ლუკაკუს შეძენა ნებისმიერ ფასად სურს

ლონდონის „ჩელსის“ რომელუ ლუკაკუს დაბრუნება ნებისმიერ ფასად სურს და მილანის „ინტერის“ დაყოლიებას ცდილობს. იტალიელებმა რამდენიმე დღის წინ უკვე უარყვეს 100-მილიონიანი წინადადება, ახლა კი ინგლისელების შეთავაზება გაუმჯობესდა.

იტალიური მედიის ცნობით, „ჩელსიმ“ „ინტერს“ 100 მილიონი ევრო და ესპანელი მცველი მარკოს ალონსო შესთავაზა. თუმცა, „ნერაძური“ ლუკაკუს გაყიდვაზე ისევ უარს ამბობს და მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, ბელგიელ ფორვარდთან შელევა არ სურს.

რომელუ ლუკაკუ ლონდონის „ჩელსიში“ 2011-2012 წლებში ირიცხებოდა და 15 უგოლო მატჩი ჩაატარა. თუმცა, მას შემდეგ 28 წლის ფორვარდმა ძალიან მოუმატა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად იქცა.

„ინტერში“ ლუკაკუ 2019 წლიდან თამაშობს და 95 შეხვედრაში 64 გოლის გატანა მოასწრო. მანამდე მას „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ევერტონში“, „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ანდერლეხტში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112157