სხვა

18:47 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მედლების საერთო ჩათვლა: საქართველოს რეგრესი და ადგილი 30-ეულს მიღმა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მე-11 საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.

გუნდურ ჩათვლას ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ყველაზე მეტი, 32 ოქროს მედალი აქვს, ხოლო ზოგადად ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს ანგარიშზეა (73). საქართველო ამ დროისთვის 33-ე ადგილზეა და გუშინდელთან შედარებით 6 პოზიციით დაქვეითდა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენთვის დღემ უმედლოდ ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ უპირატესი არა ოქროს მედალი, არამედ მედლების საერთო რაოდენობა რომ იყოს, საქართველო რეიტინგში 23-ე პოზიციაზე იქნებოდა.

1. ჩინეთი - 69 მედალი (32 ოქრო, 21 ვერცხლი, 16 ბრინჯაო)

2. აშშ - 73 მედალი (24 ოქრო, 28 ვერცხლი, 21 ბრინჯაო)

3. იაპონია - 36 მედალი (19 ოქრო, 6 ვერცხლი, 11 ბრინჯაო)

4. ავსტრალია - 33 მედალი (14 ოქრო, 4 ვერცხლი, 15 ბრინჯაო)

5. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 52 მედალი (13 ოქრო, 21 ვერცხლი, 18 ბრინჯაო)

6. დიდი ბრიტანეთი - 43 მედალი (13 ოქრო, 17 ვერცხლი, 13 ბრინჯაო)

7. გერმანია - 30 მედალი (8 ოქრო, 8 ვერცხლი, 14 ბრინჯაო)

8. საფრანგეთი - 24 მედალი (6 ოქრო, 10 ვერცხლი, 8 ბრინჯაო)

9. ნიდერლანდები - 20 მედალი (6 ოქრო, 7 ვერცხლი, 7 ბრინჯაო)

10. სამხრეთ კორეა - 19 მედალი (6 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)

...33. საქართველო - 6 მედალი (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4 მედალი ძიუდოისტებმა მოუტანეს - ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა, ვერცხლი, ერთი ბრინჯაო ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ, ერთი ვერცხლი კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112482