სხვა

16:53 | 3.08.2021 | ნანახია NaN - ჯერ

რიოში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესების შანსი: ბრინჯაოსა და ოქროს მოლოდინი - 4 აგვისტოს განრიგი

3 აგვისტოს საქართველოს სახელი 6 სპორტსმენს უნდა დაეცვა, თუმცა მძლეოსან ბენიკ აბრამიანს დოპინგ ტესტის შედეგად აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს და ტურნირიდან ჩაეხსნა. მისი საკითხი სამომავლო კარიერასთან დაკავშირებით მოგვიანებით განიხილება.

დღის მთავარმა იმედმა, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემ ნახევარფინალში დასანანი მარცხი განიცადა. მან ზაფხულის თამაშებზე ასპარეზობა ფანტასტიკურად დაიწყო. ქართველმა ფალავანმა წონის ლიდერ და ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტსმენს, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ, კუბელ ისმაელ ბორერო მოლინას 3:2 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში აშკარა უპირატესობით ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრ აკერ ალ ობაიდის 10:0 აჯობა.

ნახევარფინალში რამაზი ირანელ მოჰამადრეზა გერაეის დაუპირისპირდა, რომელთანაც პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ირანელმა უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმა - 1:6. ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის 4 აგვისტოს იჭიდავებს, მისი მეტოქე კი ასევე ხვალ რეპეშაჟიდან გაირკვევა. დიდი ალბათობით, ზოიძის მეტოქე 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანკ შტაბლერი იქნება, რომელიც კოლუმბიელ ხულიან ჰორტას ხვდება და ცხადია, აშკარა ფავორიტია.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები 4 აგვისტოს, თბილისის დროით, 14:30 საათიდან დაიწყება და ზოიძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მე-2, ოლიმპიური ნაკრებისთვის კი რიგით მე-7 მედლის მოტანას ეცდება.

სამწუხაროდ, დღეს გიორგი მელიამ და ლაშა გობაძემ სასურველი შედეგები ვერ დააფიქსირეს და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მელია რეპეშაჟში დამარცხდა, ხოლო 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში გობაძემ მერვედფინალში წააგო და ვერც რეპეშაჟში გადავიდა, რადგან უზბეკი რუსტემ ასაკალოვი, რომელთანაც 5:6 წააგო, მეოთხედფინალში გავარდა.

დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კიდევ ერთი ქართველი მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე ჩაერთო, რომელმაც ბირთვის კვრაში იასპარეზა. ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში გამოდიოდა, სადაც სულ 16 მონაწილე იყო. საბოლოოდ, გიორგის საუკეთესო შედეგი 19.76 მეტრი გამოდგა და მან ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა. 16 მონაწილეში მუჯარიძემ ბოლოსწინა, მე-15 ადგილი დაიკავა, ფინალში კი საუკეთესო 12 მონაწილე გადიოდა.

წარუმატებელი გამოდგა მძლეოსანი ლაშა ღუდელაურის ასპარეზობაც. ქართველი სპორტსმენი სამხტომში გამოვიდა, მაგრამ ვერცერთი ცდა გამოიყენა და შედეგი ვერ დააფიქსირა. ღულელაურს სულ 3 ცდა ჰქონდა, ორჯერ შედეგიანი ნახტომი ვერ შეასრულა, მესამე ცდა კი მცირე ტრავმის გამო არ შეუსრულებია და ასპარეზობა შედეგის გარეშე დაასრულა.

3 აგვისტოს მოლოდინი დიდი იყო, განსაკუთრებით ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისგან, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ხვალ კი ის დღეა, რომელსაც მთელი საქართველო ელოდება. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა ოლიმპიური ჩემპიონის მოლოდინშია, თანაც ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ოქროს მოპოვების მოლოდინში.

4 აგვისტოს, თბილისის დროით, 14:50 საათზე, ტოკიოს საერთაშორისო ფორუმზე მორიგ ოქროს მედალს და რეკორდს ლაშა ტალახაძე შეუტევს. A ჯგუფში სადაც ქართველი გოლიათი გამოდის, 8 სპორტსმენი მოსინჯავს საკუთარ ძალებს.

ცხადია ფავორიტი ტალახაძეა და მოკლედ მის ტიტულების ნუსხას გაგაცნობთ:

27 წლის ძალოსანი 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში დაიბადა. ის საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2010 წელს გამოჩნდა, მაგრამ მისი პირველი 2 შეჯიბრი ანტალიასა და 2011 წელს პარიზში მსოფლიო ჩემპიონატზე, წარუმატებელი გამოდგა. ლაშა ჯერ 27-ე ადგილს, შემდეგ კი საფრანგეთში ატაცში მე-15, აკვრაში 24-ე და ორჭიდის ჯამში მე-19 პოზიციას დასჯერდა.

მისი წარმატებული კარიერა კი 2015 წლიდან დაიწყო. ჰიუსტონში გამართულ პლანეტის პირველობაზე ლაშამ ატაცსა და აკვრაში პირველი და მეორე ადგილები დაიკავა, ორჭიდის ჯამში კი 387 კილოგრამით ოქროს მედალს დაეუფლა. მას შემდგომ კი, ყველა ტურნირზე სადაც გამოვიდა, პირველი შედეგი დააფიქსირა.

5-გზის ევროპის, 4-გზის მსოფლიოსა და 1-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ხვალ კიდევ ერთი მედალი შეემატება, ეს კი ჯერჯერობით მხოლოდ დროის საკითხია. დაველოდოთ...

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი მედალი (7-7) 2008 და 2016 წლებში - შესაბამისად პეკინსა და რიოში აქვთ მოპოვებული. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების დევიზია "მეტი, ვიდრე რიოში", რომელთანაც დღეის მონაცემებით ძალიან მცირე გვაშორებს.

ამ დროისთვის ჩვენი ქვეყნის ყულაბაში 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და იაკობ ქაჯაიამ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს - ძალოსანი ანტონ პლესნოი დაეუფლა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:34 | 19.07.2019
dinamo222 (8587)

ჰაიდუკის ახლობლებმაქ და ნათესავებმა ასიანი მსუქანი მოგებები დაითრიეს 1 ტაიმის მერე მალტელების გასვლაზე რომ დადეს DD

14:24 | 19.07.2019
levang (194)

სასწაული ხორვატიაში? თუ სასწაული სინგაპურის ბუკმეიკერულ კანტორაში?

ხუმრობა იქით იყოს და ისე ამ გოლებს დადგმულს ვერ დაარქმევ, მითუმეტეს მეორე-მესამეს

16:01 | 19.07.2019
drogba-11 (13246)

არა რა დადგმული ეხლა მალტაც არარის რაღაც ისეთი ქვეყანა სანმარინო ან რაღაც ხშირად გადაულახიათ ირველი ტური იგივე ბირკირკარა გაიხსენე მგონი ადრე ჩვენს ლოკომოტივსაც მოუგო თან მაშინ გოგიჩაიშვილები და ნაკრების ხალხი თამაშობდა ჩვენთან ხდება რა უბრალოდ მოულოდნელობა იყო 3 გოლი რანაირად მოახერხა და გაუშვა ჰაიდუკმა

13:34 | 19.07.2019
dubligi (1489)

ფეხბურთში გვჯობნიან...საკუთარი ქვეყნის მართვაში გვჯობიან...ერთმანეთის არდაჭმვაშიც ხომ თითქმის ყველა ერი გვჯობნის...იმის მაგივრად მტერს ერთად ვებრძოლოთ ( ერთად დგომას ვამბობ და არა ავტომატებს), ამის მაგივრად მტერს ვეპათხალიმებით, ისევ ქართველების მოცილებაში....ძალიან მაგრად გვავს დარხეული და ვერ ვხვდებით...თან გამოსავალიც არ ჩანს

19:14 | 19.07.2019
sanzona (3181)

ნუ ჩაისვრი ქართველო, მომავალს იმედით შეხედე. ძალიამ მაგარი ხალხი ვართ !

12:23 | 19.07.2019
drogba-11 (13246)

სამწუხაროა ის რო მალტური გუნდიც ახერხებს ისეთი ლეგიონერების დამატებას რომელიც შედეგს დებენ რამდენი შავკანიანი მინახია თუ ბრაზილიელი გორის დილაში მაგრრამ რათგინდა ადგილობრივს ვერ აღემატება დავიჯერო ეხლა ეს ზირა იუნაიტედი უფრო ფინანსურად მდიდარი კლუბია გორის დილაზე? მაგრამ აქ მარტო ფულზეც არარის ლაპარაქი გუნდში საჭიროა ფეხბურთის მცოდნე კარგი სელექციონერი ვისაც ესმის ფეხბურთელების ამორჩევა გარჩევა და არა გარტყმაზე და ბრმად მოყვანა გაამართლებს თუ არა ამბიციური და მაღალი მიზნებისტვის მებრძოლი კლუბი ასე საცდელი არ უნდა იყოს და ტესტავდეს ფეხბურთელებს შუა ჩემპიონატში როცა გახურებული სეზონი მიდის

14:15 | 19.07.2019
levang (194)

"გზირა იუნაიტედი" იზიდავს? მალტის პასპორტი პირადაპირ იყიდება როგორც მახოსვს 1.5 მლნ. ევროდ, რაც ევროპაში თავისუფლად მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამ ზანგებს ალბათ დაჰპირდნენ, რომ რამდენიმე სეზონში უფასოდ მიართმევენ მოქალაქეობას, ასე რომ ადვილია ნორმალური ლეგიონერების მოზიდვა

15:59 | 19.07.2019
drogba-11 (13246)

ჩვენი იუსტიციის მინისტრიც ჩავაყენოთ საქმის კურსში მაგრამ ვის ენდომება ჩვენი მოქალაქეობა ისეა განვითარებული ცხოვრება სომხეთს და აზერბაიჯანს თუ გავუტოლდებით

12:16 | 19.07.2019
drogba-11 (13246)

რა გოლები გაიტანა ამ შავკანიანმა იბრაჰიმოვიჩს შეშურდება

11:52 | 19.07.2019
zanzibari (457)

აგერ რასაც ვამბობდი ორი სამი ფერადკანიანი ფეხბურთელი სირბილით რომ დარბიან და ვერ დაღლი ეს ერთი და ცოტათი თუ ნიჭიერიცაა მშვენივრად მოერგებიან ნებისმიერ კლუბს მთავარია ფინანსები

12:08 | 19.07.2019
iceman (2988)

მაინდამაინც ბევრი ფულიც არ დაეხარჯებოდად, როგორც ჩანს სამი შემტევი ლეგიონერი ყავთ და ეგაა, ლოგიკურია რადგან მალტური გუნდი ყოველთვის აუტსაიდერია და ისტორიულად მიჩვეულია დაცვით თამაშსს ასე რომ დაცვაში თამაში ასე თუ ისე იციან, ხოდა შეტევაში დაიმატეს 3 შავკანიანი რომლებმაც იციან ბურთის თრევა, ამოტანა და აქვთ ტექნიკა, ხოდა ეს 3 კაცი საკმარისი აღმოჩნდა ამ დონის შედეგისთვის

11:36 | 19.07.2019
ilia_juventus (2091)

ეს უნდა ჩაურთო და აყურებინო ქართულ კლუბებს დილას-საღამოს

08:11 | 19.07.2019
ogafa (10143)

ა ბიჭო კლასი და ფიზიკა

02:21 | 19.07.2019
Tsikura (85)

აი ეს მესმისს

0.059365