სხვა

16:26 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მუჯარიძე ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კიდევ ერთი ქართველი მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე ჩაერთო, რომელმაც ბირთვის კვრაში იასპარეზა.

ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც სულ 16 მონაწილე იყო. საბოლოოდ, გიორგის საუკეთესო შედეგი 19.76 მეტრი გამოდგა. ამ შედეგით მან ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა და 16 მონაწილეში ბოლოსწინა, მე-15 ადგილი დაიკავა.

პირველ ცდაზე მუჯარიძემ ბირთვი 18.71 მეტრზე ისროლა, მეორე ცდაზე 19.76 მეტრზე, ხოლო მესამე ცდაზე 19.55 მეტრზე და სწორედ მეორე მცდელობისას აჩვენა მისი საუკეთესო შედეგი.

შედეგად, ქართველი სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა და მედლისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა.

0.142011