„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ხელმძღვანელობამ, კაპიტან ჰარი კეინის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. მოგეხსენებათ, კეინი „დეზების“ ბანაკში დაბრუნებას არ აპირებს.
ჩრდილოლონდონელები მზად არიან კეინი 175 მილიონ ევროდ გაყიდონ, ოღონდ არაინგლისურ კლუბში...
კეინის მთავარი მსურველი „მანჩესტერ სიტია,“ მაგრამ „დეზების“ ხელმძღვანელები თავისი ლიდერის კონკურენტისთვის გადალოცვას არ აპირებენ.
კეინი გუშინ, 2 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო „ტოტენჰემის“ ბანაკში. მაგრამ არც გუშინ და არც დღეს არ გამოჩენილა. ის ჯენტლმენური შეთანხმების შესრულებას ითხოვს, რომელიც შარშან დადო კლუბის მფლობელ დანიელ ლევისთან. მას შეპირდნენ, რომ ზაფხულში სხვა კლუბში გაუშვებდნენ.