ფეხბურთი

15:21 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონი სირიგუ „ჯენოას“ ფეხბურთელი გახდა

იტალიის ნაკრებისა და „ტორინოს“ მეკარე, სალვატორე სირიგუ, „ჯენოას“ ფეხბურთელი გახდა - წერს კლუბის ოფიციალური ტვიტერი.

34 წლის მეკარემ, რომელმაც წლეულს აპრილში კორონავირუსი გადაიტანა, 15 ივლისს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, „ტორინოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. შეგახსენებთ, რომ სირიგუ 2011-17 წლებში „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებასაც იცავდა.

წლეულს ივლისში სირიგუ იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. თუმცა, მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, უელსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112721