სლოვენიის ნაკრების ტოკიოს ოლიმპიადის პირველი ნახევარფინალისტია ვაჟთა საკალათბურთო ტურნირში. სლოვენიელებმა მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს ძალიან ადვილად 94:70 მოუგეს.
პირველ პერიოდში სლოვენია 11 ქულით დაწინაურდა და მეორე პერიოდში გერმანიამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ ალექსანდერ სეკულიჩიც გუნდის უპირატესობა კიდევ გამოიკვეთა და გაიზარდა.
ლუკა დონჩიჩმა და ზორან დრაგიჩმა გერმანიის ნაკრებს პრაქტიკულად მარტომ მოუგეს. დრაგიჩმა 27 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი, ხოლო დონჩიჩმა 20 ქულა, 8 მოხსნა და 11 პასი მიითვალა.
გერმანიის ნაკრების საუკეთესო მექულე მაოდო ლო გახდა, რომელმაც მხოლოდ 11 ქულა დააგროვა და აქედანაც ჩანს, რომ გერმანელებმა ძალიან სუსტად ითამაშეს. სლოვენიამ მიმდინარე ოლიმპიადაზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში მეტოქეს დაელოდება.