ჭიდაობა

6:36 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ზოიძემ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს მოუგო და მეოთხედფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში რამაზ ზოიძემ (67 კგ) შესანიშნავი სტარტი აიღო და მერვედფინალში მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ისმაელ ბორერო მოლინა დაამარცხა.

ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავემ გამოცდილ კუბელს აჯობა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მარცხდებოდა (0:1), შემდეგ ზედიზედ სამი ქულა მოიპოვა და საბოლოოდ 3:2 იმარჯვა, რითაც მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ზოიძე მეოთხედფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრ აკერ ალ ობაიდის შეხვდება.

აქვე გეტყვით, რომ 97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელია რეპეშაჟში დამარცხდა და ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა.

შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ გუშინ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც იაკობ ქაჯაიას (130 კგ) ანგარიშზეა. მთლიანობაში საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის 6 მედალია.

0.199964