ფეხბურთი

15:17 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი "ტოტენჰემის" შეკრებაზე არ გამოცხადდა

ჰარი კეინს ლონდონის „ტოტენჰემში“ თამაში აღარ სურს და მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდის დატოვებას აპირებს. ინგლისელი ფეხბურთელი კლუბის საწვრთნელ შეკრებას არ შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ კუთვნილი შვებულება ამოეწურა.

კიენის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ სიტი“ იჩენს, რომელიც მზადაა ლონდონელთა ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ „ტოტენჰემს“ ფეხბურთელის გასხივსება არ სურს.

კეინი თავის მხრივ, კლუბთან ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებს და ხელმძღვანელობას ომი გამოუცხადა. აგვისტოს ბოლომდე კი ორივე მხარეს მოუწევს შეთანხმება და გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მისვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113638