სხვა

13:08 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონ პლესნოი: "მადლობა საქართველო, რომ ჩემთან ხარ და ჩემი გჯეროდა"

ანტონ პლესნოიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი! მადლობა საქართველო, რომ ჩემთან ხარ და გჯეროდა ჩემი.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მე ვხვდებოდი, რომ არ მაქვს უფლება მედლის გარეშე დავბრუნებულიყავი, იმ ტრავმის მიუხედავად, რომელიც შეჯიბრებამდე 5 დღით ადრე მივიღე. მადლობა ჩემს მშობლებს, მეუღლეს, ჩემს ახლობლებს, რომლებმაც ჩემთან ერთად გადაიტანეს ყველა სირთულე. მწვრთნელებს, გიორგი ასანიძეს, სერგეი ნიკოლაევიჩ რომანოვს, რომლებმაც მთელი გული და სული ჩადეს ჩემს მომზადებაში, მათი ზედამხედველობით ვვარჯიშობდი მთელი პერიოდის განმავლობაში. ექიმებს გიორგი ჭინჭარაულს და ზურა კახაბრიშვილს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ტრავმას ხელი არ შეეშალა გამოსვლაში და მიმკურნალეს მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში. უღრმესი მადლობა ფედერაციას და მის ხელმძღვანელს კახი კახიაშვილს, მთელს ჩვენს დიდ გუნდს, რომელიც ზრუნავდა ჩვენს მზადებაზე. ასევე დიდი მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს", - დაწერა სოციალურ ქსელში პლესნოიმ.

შეგახსენებთ, რომ ანტონ პლესნოიმ ტრავმა აკვრის პირველივე მოძრაობისას მიიღო, მაგრამ გადამწყვეტი 210 კგ სწორედ ტრავმირებულმად დააფიქსირა და ამის ხარჯზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099369