ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა სოციალურ ქსელში ლაშა ბექაურის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ზვიადაური ბექაურის ნათლიაა და ნათლულის წარმატებაც ძალიან გაუხარდა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ლაშა ბექაურს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და უნდა, რომ ვარჯიში გააგრძელოს.
"სიტყვების დაწერა ადვილია, მაგრამ მოძებნა ძნელი! თუ რა ეკუთვნის! როგორ მოეფერო! როგორ გადავცე ემოციები! ასე უბრალოდ დავწერ, ლაშას ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ წარმატებას! მაგრამ მინდა გააგრძელოს დღეიდანვე და გულშემატკივარს გთხოვოთ, ყველა იმ ადამიანს ვისაც გული შეგტკივათ, ნათესავს თუ მეგობარს, რომ გაუფრთხილდეთ! დღეიდანვე გააგრძელოს ვარჯიშები იმიტომ, რომ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი! კიდევ გვინდა რომ ბევრჯერ გაგვახაროს! ჩვენ არასოდეს მოგვწყინდება შენთან ყოფნა ნათლი! მიყვარხარ გულში!", - წერს ზვიადაური სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონია. მან 2004 წელს ათენში მოახერხა ოქროს მედლის მოგება და მანაც 90 კგ წონით კატეგორიაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ მახსოვს ვინ იყო ზუსტად, მაგრამ ერთ-ერთმა ფორუმელმა დაგიწერათ კომენტარი და განგიმარტათ რომ თამაშგარე კი არა, "ძელის მიერ მოგერიებული" ბურთის დამატების უფლება არ აქვს დამრტყმელ ფახბურთელს. იმის ნაცვლად რომ მადლობა გეთქვათ და თან ჩაგესწორებინათ, იმ პატიოსან კაცს კომენტარი წაუშალეთ და შეცდომით ჩაასწორეთ. ახლა ამასაც წაშლით ალბათ, მაგრამ სტატია მაინც ჩაასწორეთ, ისე რომ აღარ დაუშვათ შეცდომა. მადლობა