იტალიისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე 1 აგვისტოს ისტორიული გამოდგა და იტალიელმა სპორტსმენებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს, იმდენი, რამდენიც მანამდე მთლიანობაში ჰქონდათ მოპოვებული.
ორივემ რამდენიმე წუთის ინტერვალით ერთ არენაზე, მძლეოსნობაში. 100 მეტრზე სპრინტში ყველას მარსელ ჯეკობსმა აჯობა, რომელმაც ეს მანძილი 10 წამზე ნაკლებ დროში დაფარა და პირველი იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონია ამ დისციპლინაში. მეორეც სიმაღლეზე ხტომაში ჯანმარკო ტამბერის ანგარიშზეა - ეს ყველაფერი ერთ სტადიონზე 10-წუთიან ინტერვალში. ჯერ ჩემპიონი ტამბერი გახდა, მერე ჯეკობსი და პირველი მორბენალს სწორედ ჯანმარკომ მიულოცა.
ჩემპიონობის შემდეგ სტადიონიდან იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ იტალიის პრემიერმინისტრ მარიო დრაგის დაურეკა. იტალიურმა მედიამ მალაგოს სიტყვები გაშიფრა, რომლის მიხედვით მან პრეზიდენტს უთხრა, რომ ეს ორი ოლიმპიური ოქროს მედალი 3 კვირის წინ იტალიის ნაკრების მიერ საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატზე უფრო მეტად ფასეული წარმატებაა.
„მარიო, იცოდე, რომ ეს გამარჯვება ევროპის ჩემპიონობაზე მეტად ღირებულია, ეს პლანეტური მნიშვნელობის წარმატებაა“, - უთხრა სატელეფონო საუბრისას მალაგომ დრაგის.
იტალიას ტოკიოს ოლიმპიადაზე ამ დროისთვის 27 მედალი აქვს მოპოვებული, მათ შორის 4 ოქრო და საერთო ჩათვლაში მეცხრე ადგილზე იმყოფება.