ძიუდო

0:47 | 2.08.2021 | ნანახია 1336 - ჯერ

ძიუდოისტებს გულშემატკივრებმა თბილისის აეროპორტში საოცარი დახვედრა მოუწყვეს (+VIDEO)

ტოკიოდან თბილისში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ის წევრები დაბრუნდნენ, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა დაასრულეს. მათ შორის არიან ძიუდოისტებიც, რომლებმაც ტოკიოში ტრიუმფალური შედეგი აჩვენეს.

თბილისის აეროპორტში ქართველ ძიუდოისტებს უამრავი გულშემატკივარი ემოციებით და სიმღერებით დახვდნენ.

შეგახსენებთ, ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოსთვის ამ სახეობაში სარეკორდო შედეგია. ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ნახევარფინალში გავიდნენ ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), მაგრამ წააგეს, ისევე როგორც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ასევე მარცხი განიცადა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ).


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:22 | 03.08.2021
vaxo_5 (552)

კიდევ ორი გოგო რო გვყოლოდა, გუნდურშიც გავარტყამდით.....

21:01 | 02.08.2021
O.KANI (475)

გენაცვალეთ ძიუდოს ლომებო , საამოყო ქართველებო, მართალია უკეთეს შედეგს ველოდი მაგრამ არაუშავს მომავალ ოლიმპიადაზე დაცვივა ოქროს მეფლები!

21:41 | 02.08.2021
O.KANI (475)

მედლები

10:58 | 02.08.2021
fidofido (3392)

რა მცირედიც ყოფნის ერს გასახარად. ღმერთმა გვიმრავლოს ღირსეული ქართველები და ჩემპიონები როგორც ტატამზე ისე მის გარეთ საზოგადოებაშიც. წარმატებები ლაშას იმედია ოცნებას აისრულებ მართალია ურთულესი იქნება მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა

09:45 | 02.08.2021
share112 (11)

შენ გენაცვალე

0.12288