სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:35 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაითვაითი: "შევხედე ერიკსენს და მკვდარი მეგონა"

დანიის ნაკრების ფეხბურთელმა მარტინ ბრაითვაითმა კრისტიან ერიკსენის გულის შეტევის მომენტი გაიხსენა. როგორც მან განაცხადა, იმ მომენტში თანაგუნდელი მკვდარი ეგონა.

„საშინელი სიტუაცია იყო. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი გამოვიარე. შევხედე და ვიფიქრე, რომ ის მკვდარი იყო. როდესაც სხეულს ასეთ მდგომარეობაში ხედავ, ეჭვიც არ გეპარება. გგონია, რომ ადამიანი აღარ არის. ასე მომეჩვენა იმ წამებში, საბედნიეროდ, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა“, - თქვა ბრაითვაითმა.

შეგახსენებთ, ერიკსენმა გულის შეტევა 12 ივნისს ფინეთთან მატჩში მიიღო და ექიმების დროულმა რეაგირებამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა. კრისტიანს გულთან დეფიბრილატორი ჩაუყენეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა კარიერის გაგრძელებას.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11835