რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ეკატერინბურგის „ურალი“ შინ „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1).
ამ შეხვედრაში ითამაშა ლუკა გაგნიძემ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, როგორც „ურალში“, ისე რუსეთის პრემიერლიგაში. 18 წლის ნახევარმცველი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში უკვე 1:1 იყო.
18 წლის ნახევარმცველი მიმდინარე ზაფხულს „დინამო თბილისიდან“ მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, მოსკოველებმა კი ის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „ურალში“ გაანათხოვრეს.
„ურალს“ ორ ტურში 1 ქულა აქვს მოპოვებული და მეათე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 აგვისტოს, სტუმრად „სოჭისთან“ ჩაატარებს.